ტულუზა, მეცი, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის ასისტი - მეცმა იბრძოლა, მაგრამ მაინც დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურში, ქართველების „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ, დრამატულ და სანახაობრივ ბრძოლაში 3:4 დამარცხდა.

ქართველებიდან სასტარტო შემადგენლობაში გიორგი წიტაიშვილი იყო, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ. 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო ქართველმა შემტევმა ასტისტი შეასრულა და მბალას გაატანინა, ზუსტად 1 წუთში კი მის აქტიურობას „ტულუზას“ კარში მეორე გოლიც მოჰყვა.

ტაიმის მიწურულს, „მეცმა“ მაინც გაუშვა გოლი და „ტულუზამ“ ტაიმი 3:2 მოიგო.

მეორე ნახევარში, 71-ე წუთზე თამაშში გიორგი აბუაშვილი ჩაერთო, რომელმაც 88-ე წუთზე სტუმართა კარში ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში „მეცს“ გოლის გატანის და წინ გასვლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა პირველი ტაიმის მსგავსად, ამჯერადაც ტაიმის მიწურულს გაუშვა გოლი და საბოლოოდ, 3:4 დამარცხდა.

მარცხის შედეგად, „მეცის“ ლიგა 1-ში დარჩენის შანსები კიდევ უფრო შემცირდა. ქართველების გუნდს 13 ქულა აქვს და კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ქართველებს, გიორგი წიტაიშვილმა 25 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, აბუაშვილმა კი 18 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, დღევანდელ მატჩში ის განაცხადშიც არ ყოფილა, „მეცის“ მაისურით კი 5 მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება ჯერჯერობით, არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კიტეიშვილის მაგარი მატჩი და დუბლი - შტურმის დამაჯერებელი გამარჯვება ვენაში
კიტეიშვილის მაგარი მატჩი და დუბლი - შტურმის დამაჯერებელი გამარჯვება ვენაში