ალექსანდრე მერკვილაძე
Aa
Aa

მერკვილაძის 5 ქულა - ოსტენდემ ლიდერს მოუგო

ბელგია-ნიდერლანდების გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 24-ე ტურში „ოსტენდემ“ პრინციპული და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო. ალექსანდრე მერკვილაძემ და მისმა თანაგუნდელებმა საკუთარ დარბაზში სატურნირო ცხრილის ლიდერი „ანტვერპენი“ სამქულიანი სხვაობით, 93:90 დაამარცხეს და ამ გუნდთან ჩამორჩენა შედარებით შეამცირეს.

საქართველოს ნაკრების 24 წლის კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 17 წუთში 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მერკვილაძემ ორიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ერთხელაც არ უსვრია. ექვსი მოხსნიდან ხუთი დაცვაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 18 მოგებითა და 6 წაგებით „ოსტენდე“ ბელგია-ნიდერლანდების საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე მერკვილაძე და მისი თანაგუნდელები 21 მარტს სტუმრად „ოკაპისთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამუს ეფექტური ჩატენვები - ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
მამუს ეფექტური ჩატენვები - ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა