რიდის 34 ქულა მანისასთან - მატჩის MVP გახდა
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატში შედეგიან ასპარეზობას განაგრძობს. რეგულარული გათამაშების 22-ე ტურში „ტრაბზონსპორმა“ საკუთარ დარბაზში „მანისა“ 4-ქულიანი სხვაობით, 96:92 დაამარცხა და მასპინძლების გამარჯვება სწორედ მარკისმა განაპირობა, რომელიც მატჩის MVP გახდა.
პარკეტზე გატარებულ 34 წუთში რიდმა ექვსიდან სამი სამქულიანი, თორმეტიდან შვიდი ორქულიანი, ცამეტიდან თერთმეტი საჯარიმო ჩააგდო და 34 ქულასთან ერთად, 1 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა დააგროვა. ერთადერთი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ექვსჯერ დაკარგა და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 16 მოგებითა და 6 წაგებით „ტრაბზონსპორი“ თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში მარკის რიდი და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდებიან და მატჩი 22 მარტს, თბილისის დროით, 19:00 საათზე დაიწყება.