ალეგრიმ გააშველა - გასახდელში ლეაუ პულიშიჩს დაუპირისპირდა
სერია A-ს 29-ე ტურში, „ლაციოსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ, „მილანის“ ფეხბურთელებს, რაფაელ ლეაუსა და კრისტიან პულიშიჩს შორის კონფლიქტი მოხდა.
პორტუგალიელი ფეხბურთელი 66-ე წუთზე შეცვლის შემდეგ განრისხებული იყო - მან ორჯერ დაიძვრინა თავი, როდესაც გუნდის მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მის ჩახუტებას ცდილობდა და მწვრთნელს რაღაცას უკმაყოფილოდ ეუბნებოდა.
როგორც La Gazzetta dello Sport წერს, ლეაუ უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ორ ეპიზოდში პულიშიჩმა მას პასი არ მისცა, როდესაც ის ადამ მარუშიჩის ზურგს უკან იხსნებოდა. რაფაელი მოედანზე აქტიურად ჟესტიკულირებდა, პარტნიორის მიმართ პრეტენზიების გამოთქმა კი გასახდელშიც განაგრძო (არამარტო პულიშიჩი, ლეაუს რამდენიმე აშკარა პასი არც სხვა გუნდელებმა მისცეს). ვითარების განსამუხტად ჩარევა ალეგრის მოუხდა.
„მილანი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 60 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „ინტერს“ 8 ქულით ჩამორჩება. ალეგრის გუნდს ამ ტურში სხვაობის 5 ქულამდე შემცირება შეეძლო, თუმცა რომში „ლაციოსთან“ დამარცხდნენ და სავარაუდოდ, სერია A-ში ყველაფერი დასრულებულია.