ჯოშ ემეტი, კევინ ვალეხოსი
Aa
Aa

ჯოშ ემეტი დაანოკაუტა | კევინ ვალეხოსის ბრწყინვალე პერფორმანსი

UFC Fight Night 269-ის ქარდზე ქვემსუბუქ წონაში 24 წლის კევინ ვალეხოსმა 41 წლის ჯოს ემეტი პირველ რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ ვალეხოსმა არგენტინელ ხალხს მიმართა, რომ გააგრძელონ ოცნება და მალე მსოფლიოს ჩემპიონი ეყოლებათ.

 

არგენტინელმა ორგანიზაციაში მეოთხე ბრძოლა გამართა, ოთხივე მისი გამარჯვებით დასრულდა, 4-დან 3-ში ნოკაუტი შეასრულა. კარიერაში მის აქტივში 19-დან 18 გამარჯვებაა, მისი ერთადერთი მარცხი 2023 წლის სექტემბერში ჟან სილვასთან ფიქსირდება, დენა ვაითის კანდიდატების სერიაში მონაწილეობისას.

ემეტთან გამარჯვებამდე ვალეხოსმა ბოლო ბრძოლა გიგა ჭიკაძესთან გამართა, გასული წლის დეკემბერში „ელ ჩინომ'' „ნინძა'' დაანოკაუტა.

რაც შეეხება ჯოშ ემეტს, UFC-ში ზედიზედ მესამედ დამარცხდა და ბოლო 6 ბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო, 2023 წლის დეკემბერში ბრაის მიტჩელი ნოკაუტში ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაუმარცხებელი ნოკაუტში ჩააგდო - ყუშიტაშვილის გამარჯვება
დაუმარცხებელი ნოკაუტში ჩააგდო - ყუშიტაშვილის გამარჯვება