მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„მერაბი ქამარს დაიბრუნებს“ - სენდჰეგენის პროგნოზი იანი-დვალიშვილზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა Home of Fight-თან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „სენდმენის“ აზრით, „მანქანა“ ჩემპიონის ტიტულს დაიბრუნებს.

„მართალი გითხრათ, მეგონა, რომ მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანს მეორე ჩხუბშიც მოუგებდა, თუმცა იანმა კარგად წარმოაჩინა თავი.

ჩემი აზრით, მერაბი ძალიან მალე დათანხმდა მასთან ჩხუბს. მას მეტი უნდა ემუშავა სამოქმედო გეგმაზე, მეტი ყურადღება უნდა დაეთმო იანისთვის მომზადებისთვის.

ახლა იანმა რაღაც ოპერაცია გადაიტანა, ამიტომ გარკვეული დრო გაუცდა. დარწმუნებული ვარ, მესამე ჩხუბში ასევე კონკურენტული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, მერაბი ქამარს დაიბრუნებს“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში სენდჰეგენი დვალიშვილთან მსაჯთა გადაწყვეტილებით დამარცხდა, დეკემბერში კი მერაბმა ჩემპიონის ტიტული იანთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სულერთია ისლამი ვის შეხვდება, ის საუკეთესოა“ | მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე
„სულერთია ისლამი ვის შეხვდება, ის საუკეთესოა“ | მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე