ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ხორხე მასვიდალი
Aa
Aa

„ცუდია ამერიკელი თითქმის უშანსოდ რომ არის“ | მასვიდალი ილიასა და გეიჯის ჩხუბზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ხორხე მასვიდალმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბზე ისაუბრა, რომელიც „თეთრი სახლის“ ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება. მასვიდალმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ცუდია „თეთრ სახლში“ ამერიკელი თითქმის უშანსოდ რომ იქნება.

„თქვენ იცით, რომ ამ ჩხუბზე დიდი ხანია ვსაუბრობ და ეს ორთაბრძოლა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩანიშნულიყო, თუ მკვდარი სხეულის ნახვა სურდათ. ცუდია, ამერიკის წარმომადგენელს რომ შეიყვანენ და მას დიდი შანსი არ ექნება...

შეიძლება ვცდები... არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ კოეფიციენტი აშკარად გეიჯის წინააღმდეგაა. ის მებრძოლი ხასიათის მქონე ბიჭია. შეუძლია ძალიან მძიმე დარტყმის მიღება და თავადაც ძლიერად დარტყმა. კარგი დაცვითი ჭიდაობაც აქვს. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მისი სტილი ზუსტად ილიასთვის ზედგამოჭრილია.“

შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ტურნირს თბილისის დროით, 15 ივნისს ვიხილავთ. ბუკმეკერები ფავორიტად „ელ მატადორს“ მოიაზრებენ და მას გამარჯვებაზე 1.19 კოეფიციენტს აძლევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა დუეს ნაცვლად? - პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ
კვარა დუეს ნაცვლად? - პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ