ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარა დუეს ნაცვლად? - პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ჩელსის წინააღმდეგ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა Le Parisien-მა პსჟ-ის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ძირითად თერთმეტეულში მოიაზრება.

„ერთი კვირის წინ, „პარკ დე პრენსზე“, „კვარამ“ პირველ შეხვედრაში თავისი კლასის ნამდვილი შოუ მოაწყო — მოედანზე გატარებულ 28 წუთში მან ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ლოგიკურია, რომ ის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის მთავარი პრეტენდენტია დეზირე დუეს ნაცვლად, რომელიც, სავარაუდოდ, სკამიდან დაიწყებს თამაშს.

მოსალოდნელია, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი უსმან დემბელე ცენტრში განთავსდება, ხოლო ბრედლი ბარკოლა მარცხენა ფლანგზე დაიკავებს ადგილს. ბარკოლას, როგორც შემტევი ვინგერის პროფილი, პარიზელებს საშუალებას მისცემს თამაში სიღრმეში გაშალონ. მოსალოდნელია, რომ პარიზულ კლუბს თავისუფალი სივრცეები ექნება, რადგან „ჩელსის“ სამბურთიანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად რისკზე წასვლა მოუწევს“, - წერს Le Parisien-ი.

პსჟ-ს სავარაუდო თერთმეტეული:

საფონოვი - მენდეში, პაჩო, მარკინიოსი, ჰაკიმი - ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი - ბარკოლა, დემბელე, კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ პირველი დაიპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა
მსოფლიოს 30 საუკეთესო ფეხბურთელი | ხვიჩა Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა