ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი, დეტროიტ პისტონსი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 8 ქულა - ტორონტომ დეტროიტს მოუგო

NBA-ს მორიგ ტურში, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ მოედანზე „დეტროიტ პისტონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 119-108 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან გამოჩნდა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 14:52 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 8 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მამუკელაშვილმა 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

67 მატჩის შემდეგ „ტორონტოს“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 38 მოგება და 29 მარცხი აქვს და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 მარტს, სტუმრად „ჩიკაბო ბულზთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რვაწლიანი ჰეგემონიის დასასრული - ბორჯღალოსნებმა ტიტული დაკარგეს
რვაწლიანი ჰეგემონიის დასასრული - ბორჯღალოსნებმა ტიტული დაკარგეს