ილია თოფურია, მაიკლ ჩენდლერი, მაურისიო რუფი
Aa
Aa

„ვიცი, რომ მათი ნოკაუტით დამარცხება შემიძლია“ - რუფი ილიასა და ჩენდლერზე

ბრაზილიელი მსუბუქწონოსანი მაურისიო რუფი მადლიერია UFC-ის თეთრ სახლში დაგეგმილ ქარდზე გამოსვლის შესაძლებლობისთვის და აპირებს, ორგანიზაციის ნდობა ამერიკელ მაიკლ ჩენდლერთან ბრძოლაში გაამართლოს.

„მადლობა უნდა გადავუხადო ჰანტერსა და დენას. მაისში ორი წელი სრულდება, რაც UFC-ში გამოვდივარ და ჩემი ოცნება უკვე ავიხდინე. დიდ პატივს ვცემ ჩენდლერს არა მხოლოდ როგორც მებრძოლს, არამედ როგორც ოჯახის კაცს. ის ძალიან სახიფათო მეტოქეა. ერთი რამის თქმა შემიძლია: იქ საუკეთესო ფორმაში გავალ და ჩენდლერი რუფის საუკეთესო ვერსიას შეხვდება. ჩემს ყველა ბრძოლაში მუდმივად ნოკაუტს ვეძებ და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იქნება“,

– განაცხადა რუფიმ Sherdog-თან ინტერვიუში.

უფრო მეტიც, ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ დომინანტური გამარჯვება მას საშუალებას მისცემს პრეტენზია გამოთქვას ბრძოლაზე ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის წყვილის გამარჯვებულთან, რომლებიც 14 ივნისის სადღესასწაულო ღონისძიებას დააგვირგვინებენ.

„ეს იქნება ნამდვილი ომი. თოფურია არ იხევს უკან და ბრძოლებში ხშირად იხსნება. გეიჯისაც იგივე თვისება აქვს. ამიტომ, კოეფიციენტების საწინააღმდეგოდ, ვფიქრობ, რომ ეს იქნება ომი ორმხრივი შანსებით“,

– დასძინა მებრძოლმა.

ამასთანავე, რუფის სჯერა, რომ მას აქვს ყველაფერი, რაც მოქმედი ჩემპიონის შესაჩერებლად არის საჭირო.

„თოფურია უკიდურესად აგრესიულია, მაგრამ ამავდროულად ბევრს იხსნება. ამიტომ, როდესაც ის ისეთ ტექნიკურ მეტოქეებს ებრძვის, როგორიცაა ჰოლოუეი, ისიც ბევრ დარტყმას უშვებს. ჩემს არსენალში საკმარისი იარაღია მასთან გასამკლავებლად. UFC-ში ჩატარებულ ექვს ბრძოლაში სახეში თითქმის არცერთხელ არ მომხვედრია. თოფურიას თამაშში აქვს ხვრელები, რომლებითაც შემიძლია ვისარგებლო. ვიცი, რომ მისი ნოკაუტით დამარცხება შემიძლია“,

– დაასრულა რუფიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები