ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, დენიელ კორმიე
Aa
Aa

ორივე წარმოუდგენლად ელიტურია | კორმიემ თოფურიასა და მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის ორი წონის ყოფილმა ჩემპიონმა დენიელ კორმიემ განაცხადა, რომ შესაძლოა ისლამისა და თოფურიას დაპირისპირება ყველაზე დიდი და საუკეთესო ბრძოლა იყოს, რადგან ორივე წარმოუდგენლად ელიტური მებრძოლია.

დენიელ კორმიე: „ვფიქრობ, ისლამისა და თოფურიას დაპირისპირება შეიძლება იყოს ყველაზე დიდი და საუკეთესო ბრძოლა, რაც კი UFC-ს შეუძლია ნებისმიერ წონით კატეგორიაში ჩაატაროს, უბრალოდ იმიტომ, რომ ორივე მათგანი წარმოუდგენლად ელიტურია. არ ვიცი, გვყავს თუ არა UFC-ში ამ ორზე უკეთესი მებრძოლი, რომელიც ამას იმსახურებს.“

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში ილიამ ისლამთან დაკავშირებით X-ში ვრცლად დაწერა:

„ისლამმა ისევ მოიგონა რაღაც მიზეზი. ამჯერად ტრავმას იმიზეზებს. ყოველთვის ვიცოდი, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე გამოვიდოდი. იმ დროსაც კი, როცა UFC-ში მითხრეს, რომ ამ ივენთზე ჩემს გამოსვლას არ გეგმავდნენ, ვიცოდი, რომ ეს უბრალოდ მოლაპარაკების ნაწილი იყო. როცა საბოლოოდ დამიდასტურეს, რომ „თეთრი სახლის“ ქარდზე ვიქნებოდი, ისლამიც ახსენეს და წამითაც არ მიყოყმანია, ისე დავთანხმდი ჩხუბს. მართალია, ბრძოლა ოფიციალურად ჯერ არ იყო დადასტურებული, მაგრამ „თეთრი სახლის“ ქარდი მეორე დღეს უნდა დაეანონსებინათ. დილით რომ გავიღვიძე, გავიგე, რომ ისლამმა ტრავმა მიიღო. და მერე გამოჩნდა ჯასტინ გეიჯი. ისევ ვიღაც სხვას მოუწევს ისლამის გაქცევის გამო საფასურის გადახდა. ორივეს მენეჯერი ნაძირალაა და თანაც საშინლად მახინჯი. ჯასტინ, შევხვდებით „თეთრ სახლში“. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც ხალხს ამცირებს. ყველაფერი სწრაფად მოხდება. როცა გაიღვიძებ, უკვე ყველაფერი დასრულებული იქნება.“

თოფურიას ჯერ ისლამმა უპასუხა, შემდეგ კი კომენტარი მისმა მენეჯერმა, ალი აბდელ აზიზმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი გეგმაში არც კი ყოფილა და დენა უაითმა ჟურნალისტებთან სრული სიმართლე თქვა: „ახლა რამადანის წმინდა პერიოდი დგას და პატიებას ყველა იმსახურებს, მაგრამ ცხრა დღის შემდეგ ყველა მათი ტყუილი გამოაშკარავდება. ერთი რამ, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ დენა უაითი 100 პროცენტით მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ამ პატარა, დაბალ ბიჭზე და მასთან ჩხუბზე ლაპარაკიც კი არ მიდიოდა.“

14 ივნისს (თბილისის დროით უკვე 15 ივნისს) აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენცია, თეთრი სახლი, UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლებს. 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სახელია UFC Freedom 250 და მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უწერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოშ ემეტი დაანოკაუტა | კევინ ვალეხოსის ბრწყინვალე პერფორმანსი
ჯოშ ემეტი დაანოკაუტა | კევინ ვალეხოსის ბრწყინვალე პერფორმანსი