გიორგი ყუშიტაშვილი
Aa
Aa

დაუმარცხებელი ნოკაუტში ჩააგდო - ყუშიტაშვილის გამარჯვება

საქართველოს ნაკრების მოკრივეები, ჩვენი ქვეყნის სახელით ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ასპარეზობის პარალელურად, ძალებს პროფესიონალურ კრივშიც ცდიან და საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში იმარჯვებენ კიდეც. პარიზის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის, ლაშა გურულის მსგავსად, ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ყუშიტაშვილმა გადაწყვიტა პროფესიონალურ კრივში ბრძოლის ჩატარება და ძლიერ მეტოქესთან ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე გაიმარჯვა.

IBA Pro-ს ეგიდით გამართულ ბრძოლაში 30 წლის ქართველი მოკრივის მეტოქე დაუმარცხებელი ტანზანიელი სპორტსმენი იუსუფუ ჩანგავარე გახლდათ. წესით ჩხუბი რვა რაუნდის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ყუშიტაშვილმა მეხუთე რაუნდის ბოლოს აფრიკელს იმდენად მძიმე დარტყმები მიაყენა, რომ ნოკაუტში ჩააგდო და ჩანგავარემ წამოდგომა ვეღარ შეძლო. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ გიორგის უპირატესობა მთელი ბრძოლის განმავლობაში ცალსახა გახლდათ და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

ცნობისათვის, გიორგი ყუშიტაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას 2022 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს
„ყბას კიდევ ერთხელ მოგამტვრევ, არაფრად ვარგიხარ“ - ილია ჯეიკ პოლს