კვლავ დაუმარცხებელი | გურულმა გარსიას მსაჯთა გადაწყვეტილებით მოუგო
ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა. ინგლისის ქალაქ დერბიში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც Queensberry Promotions-ი ატარებს, 29 წლის ქართველი მოკრივის მეტოქე 25 წლის მექსიკელი ბენიტო გარსია იყო.
ლაშა ექვსივე რაუნდში უპირატესობას ფლობდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, 60:54 გაიმარჯვა.
Lasha Gruli kicks off tonight’s action with a points win after six rounds ????#CooperUrsu | Tonight | Vaillant Live, Derby | @DAZNBoxing pic.twitter.com/8XxSuHYVi0
— Queensberry Promotions (@Queensberry) February 28, 2026
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული დაუმარცხებელი მოკრივეა. შარშან მან ჯერგანელი ბერნარდ ები, შემდეგ კი ინგლისელი ჯეიმს ფრანსისი დაამარცხა.