“ეს ფეხბურთი არ არის“ - ჭიაბრიშვილი ბათუმის დინამოზე
როგორც მოგეხსენებათ, ბათუმის დინამომ Crystalbet ეროვნული კარგად ვერ დაიწყო. აჭარულმა გუნდმა 3 მატჩიდან სამივე ფრედ დაასრულა.
ტყიბულის მეშახტესთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, დინამოს მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ჭიაბრიშვილმა:
„თამაშის წინა ინტერვიუში მე ვთქვი, რომ ჩვენი გეგმა გვქონდა, რომლითაც უნდა გვეხელმძღვანელა. შემოქმედებით ნაწილში არაფერი გამოგვივიდა. არაფერმა არ იმუშავა, რაც დავგეგმეთ. ალბათ ცუდად დავგეგმეთ და ისევ განვმეორდები, რომ ძალიან ბევრი გვაქვს გუნდურად საშრომი, რომ რაღაცას დავამსგავსოთ ეს ჩვენი თამაში.
ჩვენი თამაში თამაშს არ ჰგავს. რაღაცას ჰგავს, მაგრამ არ ვიცი ამას რა ჰქვია, მაგრამ ეს ფეხბურთი არ არის. ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ხარისხობრივად და ქულებშიც აისახოს ეს ყველაფერი.“
შეგახსენებთ, რომ 3 ქულით ბათუმის დინამო Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ჭიაბრიშვილის გუნდი სპაერს უმასპინძლებს.