„მოდი, ერთად ვივარჯიშოთ“ - იანმა მასკს მიმართა და დვალიშვილი ახსენა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, პიოტრ იანმა სოციალურ ქსელ X-ის მფლობელს, ილონ მასკს მიმართა და მერაბ დვალიშვილიც ახსენა.
იანი მასკს Facebook-ის დამფუძნებელთან, მარკ ცუკერბერგთან ჩხუბისთვის მომზადებაში დახმარებას სთავაზობს და არგუმენტად იმ ფაქტს იშველიებს, რომ ცუკერბერგი დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობს.
„ჯერ კიდევ გსურს მარკ ცუკერბერგთან ჩხუბი? მე მისი სპარინგ პარტნიორი, მერაბ დვალიშვილი მყავს დამარცხებული. მოდი, ერთად ვივარჯიშოთ“, - წერს იანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დვალიშვილისა და იანის მესამე ბრძოლის თარიღი ჯერ ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ეჭვგარეშეა ის, რომ რუსი მებრძოლი ქამარს სწორედ „მანქანასთან“ დაიცავს, მერაბს კი ჩემპიონის ტიტულის დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.
აქვე გეტყვით, რომ იანმა რამდენიმე კვირის წინ ზურგზე ოპერაცია გაიკეთა და ვარჯიში უკვე განაახლა.