ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მაიამის მასტერსი | ბასილაშვილს ძირითად ბადემდე ერთი მოგება რჩება

მაიამის მასტერსის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 97-ე ნომერს, ამერიკელ პატრიკ კიპსონს დაუპირისპირდა და 2 სეტში გაიმარჯვა.

პირველი სეტი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ბასილაშვილმა 3:3-ზე მეტოქეს ზედიზედ სამი გეიმი აუღო და სეტი 6:1 მოიგო.

რაც შეეხება მეორე სეტს, აქ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობა უფრო აშკარა იყო, მან კიპსონს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო და სეტი 6:1 მოიგო.

კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილის მეტოქე იაპონელი შო შიმაბუკურო (110) იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ავსტრალიელი ალექს ბოლტი (163) სამ სეტში დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ მაიამის 1000-ქულიანი ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ჩეხი იაკუბ მენშიკია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიბაკინა Vs საბალენკა - ინდიან უელსის ფინალისტები ცნობილია
რიბაკინა Vs საბალენკა - ინდიან უელსის ფინალისტები ცნობილია