ფინიქსის ჩელენჯერი: ბასილაშვილი პირველ ნომერთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერზე 1/4 ფინალში პირველ ნომრად განთესილ კორენტინ მუთესთან ორ სეტში დამარცხდა - 6:7, 4:6 და ტურნირს დაემშვიდობა.
ბასილაშვილმა, რომელიც ATP-ის 133-ე ჩოგანია, მეთუსთან მატჩი 1 საათსა და 34 წუთში დაასრულა. პირველ სეტში ნიკოლოზს კარგი შანსები ჰქონდა, ორჯერ ბრეიკითაც იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ტაიბრეიკზე 5-7 დამარცხდა.
ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტში საკუთარი ჩაწოდება ორჯერ დათმო და შეხვედრის გადარჩენის შანსი დაკარგა.
ბასილაშვილმა მუთესთან კარიერაში მესამედ წააგო, თავად კი მეტოქე არცერთხელ დაუმარცხებია.
აქვე გეტყვით, რომ ფინიქსის 175-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიელი ჟოაო ფონსეკაა, რომელმაც შარშან ფინალში ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი დაამარცხა. ტურნირის საპრიზო ფოდნი 300 ათასი დოლარია.