ჯოკოვიჩის სენსაციური მარცხი - სერბს მეთოთხმეტე ნომერმა აჯობა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინდიან უელსის ტურნირზე გამოსვლა ყველასთვის მოულოდნელად მეოთხე წრეში დაასრულა. 38 წლის ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელის მეტოქე ჯეკ დრეიპერი იყო, რომელიც ATP-ის რეიტინგში მეთოთხმეტე პოზიციაზეა. შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ ნოლე სამ სეტში, 6:4, 4:6, 6:7 დამარცხდა.
შეხვედრა 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. ამ დროის მანძილზე ჯოკოვიჩმა ოთხი ეისი ჩააწოდა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ექვსიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება დრეიპერს, მის ანგარიშზე 13 ეისი, 5 ორმაგი შეცდომა და შვიდიდან სამი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. უნდა აღინიშნოს, რომ ნოვაკს მარცხი დიდად არ განუცდია, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მისთვის კარიერის ბოლო წლებში პრიორიტეტული დიდი სლემის ტურნირებია.
ცნობისათვის, ტურნირის მომდევნო ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში ჯეკ დრეიპერის მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება, რომელმაც ამერიკელი ალექს მიკელსენი ორ სეტში, 6:2, 6:4 დაამარცხა.