ფინიქსის ჩელენჯერი - ბასილაშვილმა ურთულესი მატჩი მოიგო
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინიქსის ჩელენჯერზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. ტურნირის პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა პოლონელი მეტოქე, რეიტინგის 57-ე ნომერი კამილ მაიხშაკი დაამარცხა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა ცუდად დაიწყო და ჯერ 1:4, შემდეგ კი 2:5 აგებდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა, ზედიზედ 5 გეიმი აიღო და სეტი ტაიბრეიკით მოიგო.
მეორე სეტში უპირატესობას უკვე ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა, ანგარიში ჯერ 4:1, შემდეგ კი 5:3 იყო, ბოლო გეიმი კი ბასილაშვილმა 40:0 მოიგო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
Moving on in the desert ????
— ATP Challenger (@ATPChallenger) March 12, 2026
Basilashvili is through to the round of 16 after defeating Majchrzak 7-6(3), 6-3.#ATPChallenger | @aztennisclassic pic.twitter.com/hqFHLhdeOq
მომდევნო წრეში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ართურ კაზო (76) იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ფინიქსის 175-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბრაზილიელი ჟოაო ფონსეკაა, რომელმაც შარშან ფინალში ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი დაამარცხა.