ინდიან უელსი - რიბაკინა 1/8-ფინალში გავიდა
ინდიან უელსის მასტერსზე ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი ელენა რიბაკინა წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.
ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელი მე-2 წრეში უკრაინელ მარტა კოსტიუკს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა.
პირველი სეტი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მესამე გეიმში უკრაინელმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა რიბაკინამ უმალ უკუბრეიკი შემოგვთავაზა და წონასწორობა აღადგინა. მე-10 გეიმში, როდესაც მარტა აწვდიდა, ელენამ კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და პირველი სეტი მოიგო.
მეორე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. უკრაინელმა 2 ბრეიკი შეასრულა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. საპირისპიროდ, რიბაკინამ 3 ბრეიკი მიითვალა და მეორე სეტიც იდენტური ანგარიშით მოიგო.
ცნობისთვის, ელენა ინდიან უელსის მერვედფინალში ბრიტანელ სონეი კარტალს დაუპირისპირდება, რომელიც WTA-ს რეიტინგში 54- ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ინდიან უელსზე რიბაკინა მერვედფინალში მირა ანდრეევასთან დამარცხდა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩემპიონი გახდა.