რინდერკნეშთან ცოტა გაუჭირდა - ალკარასი ინდიან უელსის 1/8-ფინალში გავიდა
ინდიან უელსის მასტერსზე ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასი წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს.
ATP რეიტინგის პირველი ნომერი მეორე წრეში არტურ რინდერკნეშს დაუპირისპირდა და უნდა ითქვას, რომ მას ფრანგის დამარცხება ოდნავ გაუჭირდა. კარლოსმა სამ სეტში 6:7 6:3 6:2 გაიმარჯვა.
პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დომინირებდნენ და ბრეიკის შესრულება ვერცერთმა ვერ მოახერხა. ტაი-ბრეიკზე კი უკეთესი რინდერკნეში აღმოჩნდა - 8:6.
მეორე სეტში ალკარასმა თავისი პირველივე ჩაწოდება წააგო, თუმცა უმალ უკუბრეიკი შეასრულა. მე-6 გეიმში კი დაწინაურდა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
დისაიდერმა კი მთლიანად ესპანელის უპირატესობით ჩაიარა. კარლოსმა პირველ და მე-5 გეიმებში ბრეიკი შეასრულა, ხოლო საპირისპიროდ არტურს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა.
ცნობისთვის, კარლოს ალკარასი ინდიან უელსის მერვედფინალში კასპერ რუდს დაუპირისპირდება.