ეკო გორგოძე
Aa
Aa

ბოლო სეტს 2:4-ს აგებდა და ზედიზედ 4 გეიმი აიღო | ეკო გორგოძის გამარჯვება თურქეთში

თურქეთში, ანტალიის მესამე ჩელენჯერის 1/16-ფინალში ეკო გორგოძე მსოფლიოს 135-ე ჩოგანს, არანტა რუსს დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა და მეტოქე სამ სეტში დაამარცხა — 7:6(3), 3:6, 6:4.

პირველ სეტში ჩოგბურთელებს თავიანთი მოწოდებების აღება უჭირდათ და საწყის 10 გეიმში 8 ბრეიკი ვიხილეთ. პირველი სეტის გამარჯვებულის გამოსავლენად ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელიც გორგოძემ 7:3 მოიგო.

მეორე პარტია რუსმა კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა. ეკომ ბრეიკი შეასრულა, თუმცა ნიდერლანდელმა უკუბრეიკით უპასუხა და სეტი 6:3 მოიგო. გადამწყვეტი სეტი რუსის უპირატესობით დაიწყო. არანტა 4:2-ს იგებდა, თუმცა გორგოძემ მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო — 6:4.

გორგოძე მომდევნო ეტაპზე ანჰელინა კალინინასა და ელენა პრიდანკინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 11 მარტს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე
    „მაისურის საყიდელი ფული არ მქონდა“ | ხვიჩა გუტიზე, რიბერისა და საკუთარ მეტსახელზე