არინა საბალენკა, ელენა რიბაკინა
Aa
Aa

რიბაკინა Vs საბალენკა - ინდიან უელსის ფინალისტები ცნობილია

ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ელენა რიბაკინა ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდა და 2 სეტში 7:5 6:4 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ რიბაკინა პირველ სეტში ბრეიკით აგებდა, თუმცა დიდებული თამაშის ფონზე წონასწორობა აღადგინა, შემდეგ წინ გავიდა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. მეორე სეტი კი მისთვის შედარებით მარტივი იყო.

საინტერესო ის გახლავთ, რომ ელენა ინდიან უელსის მასტერსის ფინალში მისთვის კარგად ნაცნობ არინა საბალენკას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს უკანასკნელად მიმდინარე წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შეხვდნენ, გამარჯვება კი რიბაკინას დარჩა.

ასევე გეტყვით, რომ საბალენკა და რიბაკინა ერთმანეთს კარიერაში 10-ჯერ შეხვდნენ. ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა. გამარჯვება ორივე ჩოგბურთელმა 5-ჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები