ნეიმარი, კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„განაწყენებული ვარ“ | ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების მიღმა დარჩა

კარლო ანჩელოტიმ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის შემადგენლობა გამოაცხადა, რომელშიც ადგილი არ მოიძებნა ნეიმარისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოიაზრებოდა, 34 წლის ფეხბურთელის ფიზიკურმა ფორმამ ანჩელოტი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია არ დააკმაყოფილა.

ბრაზილიის ნაკრებში გამოძახებულები არიან მეკარეები: ალისონი, ბენტო, ედერსონი; დაცვა: ალექს სანდრო, ბრემერი, დანილო, დუგლას სანტოსი, გაბრიელ მაგალიაეში, იბანიესი, ლეო პერეირა, მარკინიოსი, უესლი; ნახევარდაცვა: ანდრეი სანტოსი, კაზემირო, დანილო, ფაბინიო, გაბრიელ სარა; თავდასხმა: ენდრიკი, გაბრიელ მარტინელი, იგორ ტიაგო, ლუის ენრიკე, მატეუს კუნია, ჟოაო პედრო, რაფინია, რაიანი, ვინისიუსი.

ნეიმარი ანჩელოტის გადაწყვეტილებას ასე გამოეხმაურა:

„განაწყენებული და გულდაწყვეტილი ვარ იმის გამო, რომ ნაკრების განაცხადშ ი ვერ მოვხვდი. თუმცა ჩემი მიზანი უცვლელია: ყოველდღიური მუშაობა და მატჩიდან მატჩამდე გაუმჯობესება. ჩვენს მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. [ნაკრებში მოხვედრის] ბოლო შანსი კიდევ რჩება და ამაზე ვოცნებობ“.

აქვე გეტყვით, რომ 26 მარტს ბრაზილია ბოსტონში საფრანგეთს, 31 მარტს კი ორლანდოში ხორვატიას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ბოს, რას შვები ფ**მ?" - პირდაპირი კეონი და წყნარი ვენგერი გასახდელში