ლუის ენრიკე
Aa
Aa

კვარა, დემბელე, დუე და სხვები არ იქნებიან | ლუის ენრიკე ლორიანთან ლიდერებს ასვენებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლორიანს“ დაუპირისპირდება. მატჩი 2 მაისს გაიმართება და თბილისის დროით, 19:00-ზე დაიწყება. Le Parisien-მა მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა და პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა გაგვიზიარა.

„პარი სენ-ჟერმენი გერმანიაში მიემგზავრება და მნიშვნელოვანი თამაშის წინ რთული წარმოსადგენია, რომ დუე-დემბელე-კვარაცხელიას ტრიო ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდეს. ბრედლი ბარკოლა სავარაუდოდ ცრუ ცხრიანის პოზიციაზე ითამაშებს, კანგ-ინ ლი და იბრაჰიმ მბაიე კი შეტევაში იასპარეზებენ“, — წერს Le Parisien.

„პარი სენ-ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: რენატო მარინი, ლუკას ერნანდესი, ვილიან პაჩო, უორენ ზაირ-ემერი, სენი მაიული, ჟოაო ნევეში, ლუკას ბერალდო, ფაბიან რუისი, ბრედლი ბარკოლა, კანგ-ინ ლი, იბრაჰიმ მბაიე.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 69 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ 6 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე გუნდებს 4-4 შეხვედრა აქვთ გასამართი და „ლანსს“ ისტორიის დაწერა ძალიან გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯის გამო ვწუხვარ“ | ილია თოფურიამ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა
„გეიჯის გამო ვწუხვარ“ | ილია თოფურიამ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა