თოლორდავამ გუნდი წაგებისგან იხსნა - გოლი კომპენსირებულ დროში
ანტონ თოლორდავა ლიეტუვის საფეხბურთო ჩემპიონატში წლევანდელ სეზონში არაჩვეულებრივად გამოიყურება - 12 მატჩიდან მან თორმეტივე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მხოლოდ სამჯერ შეცვალეს და ცხრა შემთხვევაში სრულად ითამაშა. „კაუნო ჟალგირისის“ 29 წლის ქართველი მცველი თუ თავდაპირველად მხოლოდ დაკისრებული მოვალეობის შესრულებით გამოირჩეოდა, უკანასკნელი ორი ტურია მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს.
თუ წინა ტურში კაუნასელებმა საკუთარ სტადიონზე „რიტერიაი“ აუღელვებლად 4:0 დაამარცხეს, ამჯერად ეს გუნდი სტუმრად ურთულეს მდგომარეობაში იყო და „ბანგასთან“ 1:2 მარცხდებოდა, როდესაც თოლორდავას სახით ნამდვილი მხსნელი გამოჩნდა. შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ეფექტური დარტყმით აღადგინა წონასწორობა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისათვის, 11 ტურში დაგროვებული 26 ქულით „კაუნო ჟალგირისი“ ლიეტუვის საფეხბურთო ჩემპიონატს 26 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „ტრანსინვესტს“ 6 ქულით უსწრებს.