ხვიჩა კვარაცხელია, ფაბრიციო რომანო
Aa
Aa

„პარიზში ხელშეუხებელია“ | ფაბრიციო რომანომ კვარას მომავალზე ისაუბრა

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. ბოლო პერიოდში „კვარა“ „არსენალს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „მეთოფეები“ მის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავდნენ, რასაც რომანო YouTube-ის საკუთარ არხზე გამოეხმაურა.

„კვარაცხელია „არსენალს“ დაუკავშირეს. რისი გარანტიაც შემიძლია მოგცეთ, ისაა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ხვიჩას უაღრესად მნიშვნელოვან ფეხბურთელად მოიაზრებს და გუნდში მოსვლიდან 13-14 თვის შემდეგ მისი გაყიდვა ნამდვილად არ უნდათ.

კვარა პარიზში ხელშეუხებელია და ფრანგული კლუბი მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს იტყვის. მართალია, „არსენალი“ შემტევს ეძებს და კვარაცხელია მშვენიერი კანდიდატურაა, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენის“ პასუხი მკაფიოა — ისინი არ აპირებენ, კვარაცხელია ზაფხულში გაუშვან.“

ცნობისთვის, ქართველ ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩზე
„ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩზე