კარლოს ალკარასი, დანილ მედვედევი, იანიკ სინერი
Aa
Aa

ალკარასი დამარცხდა - ინდიან უელსის ფინალში სინერს მედვედევი დაუპირისპირდება

ინდიან უელსის ნახევარფინალში გარკვეულწილად სენსაცია დაფიქსირდა. კარლოს ალკარასი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და ორ სეტში 3:6 6:7 დამარცხდა.

პირველმა სეტმა ისე ჩაიარა, რომ ესპანელ ჩოგბურთელს ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა. რუსმა კი ბრეიკი მე-4 გეიმში შეასრულა და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტი განსხვავებული აღმოჩნდა. მე-4 და მე-5 გეიმებში მოთამაშეებმა ბრეიკები გაცვალეს და საბოლოოდ ყველაფერი ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი მედვედევი იყო - 7:3.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალს, იანიკ სინერი ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდა და მარტივად 6:2 6:4 დაამარცხა.

პირველ სეტში იანიკმა 2 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეორეში ერთი, რაც მატჩის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

მაშ ასე, ინდიან უელსის ფინალში ერთმანეთს იანიკ სინერი და დანილ მედვედევი დაუპირისპირდებიან. რუსი გამარჯვების შემთხვევაში 3960 რეიტინგულ ქულას დააგროვებს და მე-9 ადგილზე გადაინაცვლებს. სინერი კი 11400 ქულას მოუყრის თავს, თუმცა პოზიციას ვერ შეიცვლის და მე-2 ადგილზე დარჩება.

მსგავსი სიახლეები