ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„შეხედეთ, 12 ილია“ | ცარუკიანმა იხვები დაინახა და თოფურია გაახსენდა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიას კიდევ ერთხელ წაკბინა. ცარუკიანი ნინა მარი დანიელეს სტრიმის (ნინა დრამას) სტუმარი იყო და ერთ-ერთ მომენტში იხვები დაინახა, რომლებიც „ელ მატადორს“ შეადარა.

„შეხედეთ, ილიაა. უნდა დავიჭიროთ. ძალიან ბევრი ილიაა, 12 ილიაა. ხედავთ ხომ, რომ ისინიც თავს გვარიდებენ და სხვაგან მიცურავენ? შეჩერდით!“, — იხუმრა ცარუკიანმა.

როგორც მოგეხსენებათ, MMA-ის სამყაროში ხშირად გამოიყენებენ ინგლისურ სიტყვა „DUCK“-ს (მისი ერთ-ერთი მნიშვნელობა იხვია) და მას უწოდებენ მებრძოლს, რომელიც კონკრეტულ მეტოქესთან ჩხუბს თავს არიდებს (Ducking). ცარუკიანს ილია იხვისთვის ადრეც შეუდარებია და ზაფხულში, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც იხვს მისდევს და მიგვანიშნებს, რომ ილია იმავენაირად გაურბის.

შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას „თეთრი სახლის“ ტურნირზე, ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ გამართავს. არმანმა გეიჯის ურჩია, მოსამზადებელი კემპისას ტრავმა მიიღოს და „ელ მატადორთან“ ჩხუბის საშუალება მას მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე
ლივერპულს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა | ახალი ინფორმაცია მამარდაშვილზე