პსჟ, ნიცა, ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკე: “შემდეგში პენალტი შეიძლება კვარამ ან დუემ დაარტყას“

საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ ჟერმენი ნიცას ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა.

ენრიკე:

„როდესაც აქ ვთამაშობთ, ყოველთვის რთული მატჩი გამოდის. დღეს ძალიან ზუსტები ვიყავით, რადგან ჩემპიონთა ლიგის შემდეგ თამაში მარტივი არ არის. ბუნებრივია, ასეთ მატჩებზე განსაკუთრებული ემოციაა და შემდეგ ჩემპიონატში დაბრუნება რთულდება. „ლანსი“ მუდმივად ჩვენს გვერდით არის და გამარჯვება აუცილებელი იყო. ბევრი დადებითი მომენტიც იყო. ის ფეხბურთელებიც კარგად გამოვიდნენ, რომლებიც ხშირად არ თამაშობენ — მაგალითად, დრო და ბერალდო. კმაყოფილი ვარ.

არა მხოლოდ დროსთვის, არამედ ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია. 18 წლის ასაკში პირველი გოლის გატანა ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, როცა ვხედავ, როგორ მუშაობენ ფეხბურთელები ყოველდღე და როგორ ფიქრობენ გუნდის გაუმჯობესებაზე. მწვრთნელისთვის ასეთი გამარჯვებები მნიშვნელოვანია, რადგან გუნდს აძლიერებს — სწორედ ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი.

„ეს ის პერიოდია, რომელსაც მთელი სეზონი ველოდებით — გადამწყვეტი მომენტები. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, როცა უნდა დავასრულოთ საქმე და ტიტულები მოვიგოთ. მუნდიალამდე ბოლო სანაკრებო პაუზაა, მაგრამ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ დაბრუნდებიან ფეხბურთელები. ჩვენ მოვემზადებით „ტულუზასთან“ მატჩისთვის და შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით.

გუნდში პენალტის ბევრი შემსრულებელი მყავს. ყველას დავანახეთ, რომ თერთმეტმეტრიანების კარგად დარტყმა შეგვიძლია. თუ ვინ შეასრულებს პენალტს, ეს მატჩზეა დამოკიდებული. დღეს ეს მენდეშმა გააკეთა და შემდეგში შეიძლება პენალტი დუემ ან კვარამ დაარტყას. ამის გაკეთება ბევრს შეუძლია.“

შეგახსენებთ, რომ ნიცას წინააღმდეგ ქართველ ფეხბურთელს 3 საგოლე ეპიზოდი ჰქონდა, თუმცა ორ შემთხვევაში მეკარემ აჯობა, ხოლო ერთხელ მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა.

კვარამ გოლიც გაიტანა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მან ასევე საგოლე ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა, ხვიჩამ პრე-ასისტი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები