გოგა ბითაძე, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩი: “ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა“

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ ლეიკერსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 104:105 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი მესამე მეოთხედში გოგა ბითაძესა და ლუკა დონჩიჩს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შედგა, რის შემდეგაც მსაჯმა სლოვენიელ კალათბურთელს ორმაგი ტექნიკური ფოლი მისცა და მოედანი დაატოვებინა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ლუკას მომხდარის შესახებ ჰკითხეს. მათ აინტერესებდათ, თუ რა მოხდა დონჩიჩსა და ბითაძეს შორის.

დონჩიჩი:

იმედი მაქვს, შემდეგი მატჩის გამოტოვება არ მომიწევს. გოგა ბითაძემ შეურაცხყოფა მომაყენა. მან ოჯახი შემაგინა. მან ეს სერბულ ენაზე გააკეთა და მსაჯმა ამიტომ ვერ გაიგო. მესმის, რომ ემოციებს არ უნდა ავყოლოდი, რადგან ჩემს უკან ჩემი გუნდელები არიან. ეს კალათბურთია და პარკეტზე პროვოკაციული საუბარი ხშირად ხდება, მაგრამ ოჯახს არავინ უნდა შეეხოს. ეს მიუღებელია. იმედი მაქვს, ჩემი დისკვალიფიკაცია გაუქმდება.“

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსის წინააღმდეგ ბითაძემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ორლანდო კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები