ბითაძის 9 ქულა ლეიკერსთან და დაპირისპირება დონჩიჩთან - სლოვენიელი გააძევეს
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ ლეიკერსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 104:105 დამარცხდა.
გოგა ბითაძე კვლავ სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა, თუმცა მას საკმაოდ ბევრი სათამაშო დრო მიეცა.
ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 6 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.
ბითაძემ მატჩის მიმდინარეობისას სამიდან სამი 2-ქულიანი ჩააგდო. 4 საჯარიმო ტყორცნიდან 3 ჩააგდო. 7 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, 5 მეტოქის. ჯამში კი 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
მესამე მეოთხედში ბითაძე დონჩიჩის წინააღმდეგ დაჯარიმდა, რის შემდეგაც ქართველ და სლოვენიელ კალათბურთელებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდება. ამის გამო კი მსაჯმა დონჩიჩს ორმაგი ტექნიკური ფოლი მისცა და მოედდანი დაატოვებინა. ის შემდეგ მატჩს გამოტოვებს.
ცნობისთვის, ორლანდო მეჯიქი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და ამ მომენტისთვის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.
მატჩის მიმოხილვა