ბარსელონა, სევილია, გიორგი ქოჩორაშვილი, რაფინია
Aa
Aa

ქოჩორაშვილი გამორჩეული იყო - სევილია ბარსელონასთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში ბარსელონა სევილიას ესტუმრა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი რაფინიამ შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და მოედანზე 68 წუთი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ფეხბურთელი სევილიას რიგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. გუნდს, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ეხმარებოდა.

პირველი ტაიმი საოცრად დაძაბული და სანახაობრივი იყო. ანგარიში მე-19 წუთზე ფოფანამ გახსნა, რასაც 22-ე წუთზე რაფინიამ უპასუხა, წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში, სევილია სახეცვლილი გამოვიდა. ბარსელონა ბევრად უკეთესი იყო. 52-ე და 69-ე წუთებზე კვლავ რაფინიამ გაიტანა, ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბლაუგრანას მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაუწერა აქტივში.

შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა 7-დან 7 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

რაც შეეხება სევილიას, ანდალუსიური კლუბი 7 ტურის შემდეგ, 13 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა | ნიუკასლმა ჰალ სიტის მოუგო
სალია სათადარიგოთა სკამზე იჯდა | ნიუკასლმა ჰალ სიტის მოუგო