მათე ხატიაშვილი
Aa
Aa

პირველი ქულებიც აიღო | მათე ხატიაშვილის დებიუტი ბასკონიაში

მათე ხატიაშვილმა „ბასკონიას“ ძირითად გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას 23-ე ტურში, „ბასკონია“ საკუთარ კედლებში „ბასკეტ ჟირონას“ დაუპირისპირდა და მეტოქე 94:81 დაამარცხა.

ხატიაშვილმა პარკეტზე 1 წუთი და 48 წამი გაატარა და სადებიუტო ქულებიც აიღო. მათემ მეტოქეს ჯარიმა მიაღებინა და 2-დან 2 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

„ახალგაზრდა „ვეტერანია“ და საკალათბურთო ინტელექტით გამოირჩევა. მათე და ჯუომ მეიკერ ბოლი ახალგაზრდულ ევროლიგაზე კარგად გამოიყურებოდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ ერთი-ერთზე თამაშობენ და ტაქტიკას ყურადღება არ ექცევა. სამწუხაროდ, ეს ფაქტორი მათთვის პრობლემა იქნება, მაგრამ ვარჯიშის დახმარებით სათანადო დონეს მიაღწევენ. ყველაფერი მათ ხელშია და მათზეა დამოკიდებული“, — აღნიშნა „ბასკონიას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაოლო გალბიატიმ.

„ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონატში 15 მოგებითა და 7 წაგებით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ხატიაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 25 მარტს ევროლიგაზე სერბული „ცრვენა ზვეზდას“ წინააღმდეგ გამართავს.

 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
    „ფანტასტიკური ფეხბურთელია“ | რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა