გიორგი ლოლაძის ბრინჯაო | მეორე მედალი თბილისის გრანდ სლემზე
თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 73 კგ წონით კატეგორიაში 21 წლის გიორგი ლოლაძემ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში თურქ მეტოქეს, მუჰამედ დემირალს იპონით მოუგო.
პირველ წრეში ლოლაძემ ბაჰამელ ენდრიუ მანინგს სძლია, შემდეგ ბრიტანელ ბენჯამინ ლევის, ისრაელელ იეჰონატან ელბაზსა და აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვს მოუგო, ნახევარფინალში კი ფინეთის წარმომადგენელ, ვალტერი ოლინთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც სწორედ დემირალს აჯობა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 66 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თორნიკე გიგაურმა მოიპოვა. ქვე გეტყვით, რომ თბილისის გრანდ სლემი ხვალ, 22 მარტს დასრულდება.