“ყველას ოჯახს დიდ პატივს ვცემ“ - ბითაძემ დონჩიჩს უპასუხა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ ლეიკერსს უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში, 104:105 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას, კონკრეტულად კი მესამე მეოთხედში გოგა ბითაძესა და ლუკა დონჩიჩს შორის სიტყვიერი დაპირისპირება შედგა, რის შემდეგაც მსაჯმა სლოვენიელ კალათბურთელს ორმაგი ტექნიკური ფოლი მისცა და მოედანი დაატოვებინა.
ლუკა დონჩიჩმა განაცხადა, რომ ქართველმა კალათბურთელმა სერბულ ენაზე მის ოჯახს მიაყენა შეურაცხყოფა. კომენტარი თავად ბითაძემაც გააკეთა.
რა თქვა ბითაძემ?
„ლუკას და იმ ყველაფრის მიმართ, რაც მას გაუკეთებია, უდიდესი პატივისცემა მაქვს. ზოგადად, ყველას ოჯახს დიდ პატივს ვცემ. იქ, საიდანაც მოვდივარ, ოჯახი წმინდაა და ამას განსაკუთრებულად ვაფასებთ. ამიტომ მსგავს რამეს არასოდეს ვიტყოდი.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ ლეიკერსის წინააღმდეგ ბითაძემ 9 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ორლანდო კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.