ალექსი დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილისა და ხერგიანის ოქროს მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე

პარიზში ვეტერანთა შორის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. მესამე საშეჯიბრო დღეს მედლები ორ ასაკობრივ კატეგორიაში გათამაშდა - M5, 50-54 წლის და M6, 55-59 წლის.

M5 კატეგორიაში ქართველმა ვეტერანმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს. ნესტორ ხერგიანმა 73 კგ-ში და ალექსი დავითაშვილმა +100 კგ-ში ოქროს მედლები მოიპოვეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ალექსი დავითაშვილის შედეგი, რომელმაც ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონის წოდება მეცხრედ მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა სინჯის მედლებს, ბადრი ბედიანაშვილი (60 კგ) და გივი შარიაშვილი (100 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. M6 კატეგორიაში კი ვერცხლის მედლის მფლობელი 73 კგ-ში გიგლა ალიბეგაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები