მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„მძიმეწონოსან მებრძოლებთან სპარინგობდა“ | ალჯომ მერაბზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი, არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. „ალჯომ“ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და მის მომდევნო ჩხუბთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„ბრუნდება თუ არა მერაბი სწრაფად? ნიუ-იორკში ოთხი რაუნდი ვისპარინგეთ და ამ თემაზე მეც დაველაპარაკე. სიმართლე გითხრათ, მეგონა, დასვენების საშუალება მექნებოდა, მაგრამ მომწერა — შეგიძლია მესპარინგოო? — და გასვლა მომიწია. მოკლედ, ამ თემაზე ვისაუბრეთ და ვუთხარი: „საკითხი, რომელზეც ყველაზე მეტად ვღელავ, შენი ფიზიკური კონდიციები კი არა, მენტალური მდგომარეობაა.“

ერთი წლის განმავლობაში ოთხი ბრძოლის გამართვა მენტალურად ძალიან ძნელია. მერაბმა მითხრა, რომ თავს კარგად გრძნობს და ოქტაგონში შესვლა ძალიან უნდა. როდესაც გრძელი პაუზა აქვს, სხვა რაღაცებით კავდება და ფორმიდან ვარდება. მას სურს, აქტიური იყოს და აქვს შანსი, გააკეთოს ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

მერაბი ჩხუბისთვის მაქსიმალურად კარგად იქნება მზად, თუმცა ამ ბრძოლის შემდეგ დასვენების საშუალება უნდა მოგვცეს — სპარინგ-პარტნიორებსაც გვჭირდება დასვენება. არავინ იცის, დვალიშვილი რაზე ფიქრობს, მაგრამ მერაბი არის მებრძოლი, რომელიც უარს არავისთან ჩხუბზე არ იტყვის. მახსოვს, როდესაც პირველად რეი ლონგოს სპორტდარბაზში მოვიდა, მძიმეწონოსან მებრძოლებთან სპარინგობდა. პირადად მე არ მინდოდა, მათგან დარტყმები მიმეღო. რა თქმა უნდა, არ მომკლავდნენ, მაგრამ უბრალოდ არ მინდოდა, მათგან დარტყმები გამეტარებინა, მერაბს კი ამაზე პრობლემა არ ჰქონდა. ის განსაკუთრებულია და განსხვავებული მენტალიტეტი აქვს.“

შეგახსენებთ, რომ მერაბის მომდევნო მეტოქე პიოტრ იანია, რომელსაც 7 დეკემბერს დაუპირისპირდება. „მანქანა“ რუს მებრძოლს მეორედ ხვდება და პირველი ორთაბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილიას მიმართა
„მეგონა, რეალის ფანი იყავი“ | ლივერპულის მოგების შემდეგ პიმბლეტმა ილიას მიმართა