ენტონი ჯოშუა, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ჯეიკ პოლი და ენტონი ჯოშუა ჩხუბზე შეთანხმდნენ | The Ring

მძიმე წონაში, ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი, ენტონი ჯოშუა და ამერიკელი ბლოგერი-მოკრივე, ჯეიკ პოლი ამთავრებენ შეთანხმების მომზადებას ბრძოლის ჩასატარებლად Netflix-ის პლატფორმაზე. ეს დაპირისპირება მაიამიში, დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ The Ring-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

თავდაპირველად, 28 წლის პოლი ჯერვონტა დევისს 14 ნოემბერს უნდა შეხვედროდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ქარდიდან ოჯახური ძალადობის ბრალდებების გამო ამოიღეს.

როგორც გაირკვა, მის შემცვლელად განიხილებოდნენ რაიან გარსია და ტერენს კროუფორდი, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მძიმე წონის ორგზის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონზე შეჩერდა.

ინფორმაცია მომავალი ორთაბრძოლის ფორმატისა (პროფესიონალური ბრძოლა თუ საგამოფენო) და წონითი ლიმიტის პირობების შესახებ ჯერჯერობით არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ პოლმა ბოლოს 29 ივნისს იჩხუბა და უმცროსი ხულიო სეზარ ჩავესი დაამარცხა. გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

რაც შეეხება ჯოშუას, მან ბოლო ბრძოლა სექტემბერში, დანიელ დუბუასთან გამართა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს | CIES-ის რეიტინგში კვარაცხელიაც მოხვდა
ვის რა ხელფასი უნდა ჰქონდეს | CIES-ის რეიტინგში კვარაცხელიაც მოხვდა