ჯერვონტა დევისი, ჯეიკ პოლი
Aa
Aa

ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დევისის ბრძოლა გაუქმდა

ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დევისის ორთაბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა

„Most Valuable Promotions და Netflix აცხადებენ, რომ ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დევისის ორთაბრძოლა, რომელიც 14 ნოემბერს მაიამიში იყო დაგეგმილი, არ გაიმართება. ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობდა ყველა მხარესთან შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად. კვლავ ველით, რომ ჯეიკ პოლი 2025 წელს Netflix-ის ღონისძიების ჰედლაინერი გახდება. დეტალური ინფორმაცია თარიღის, ადგილმდებარეობის, ჯეიკის მეტოქისა და ქარდის სხვა ბრძოლების შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება“, – განაცხადა Most Valuable Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნაკისა ბიდარიანმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევისი პოლთან ბრძოლაში შესაძლოა რაიან გარსიამ, ფრენსის ნგანუმ, ნეით დიაზმა ან ტერენს კროუფორდმა ჩაანაცვლონ.

შეგახსენებთ, რომ პოლმა ბოლოს 29 ივნისს იჩხუბა და უმცროსი ხულიო სეზარ ჩავესი დაამარცხა. გეტყვით ასევე, რომ საკრივო კარიერის განმავლობაში, მას 13 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 12 გამარჯვება მოიპოვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

რაც შეეხება დევისს, მან ბოლოს 2 მაისს იჩხუბა და ტიტული ლემონტ როუჩთან დაცვა. ჩხუბი ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სატიტულო სტატუსით? მეივეზერი VS პაკიაო - მორიგი მატჩრევანშის მოლოდინში
სატიტულო სტატუსით? მეივეზერი VS პაკიაო - მორიგი მატჩრევანშის მოლოდინში