მოკრივე 1 მოგებითა და 100 წაგებით | ჯეიკ პოლარდის ისტორია
Aa
Aa

მოკრივე 1 მოგებითა და 100 წაგებით | ჯეიკ პოლარდის ისტორია

კრივში არსებობს ასეთი ტერმინი - პროფესიონალი ჯერნიმენი. ამას უწოდებენ მოკრივეებს, რომლებიც რინგზე იმიტომ გადიან, რომ მათმა პერსპექტიულმა მოწინააღმდეგემ გამოცდილება მიიღოს და კარიერულ ბალანსში გამარჯვება ჩაიწეროს. გამარჯვება, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, გარანტირებულია.

ჯეიკ პოლარდი სწორედ ამ კატეგორიის მოკრივეებს მიეკუთვნება. მას კარიერაში 101 ორთაბრძოლა აქვს გამართული და იცით, რამდენი დასრულდა მისი გამარჯვებით? მხოლოდ და მხოლოდ 1! 33 წლის პოლარდმა პროფესიონალური კარიერის საწყისი 5 წლის განმავლობაში 50 ორთაბრძოლა გამართა, ყველა - გაერთიანებულ სამეფოში.

პირველი 49 ჩხუბი პოლარდის მარცხით დასრულდა, მაგრამ 50-ე ორთაბრძოლაში რაღაც განსაკუთრებული მოხდა. ჯეიკი ლუის სმიტსონს დაუპირისპირდა, რომელიც კრივში MMA-დან გადავიდა და სადებიუტო ჩხუბი ჰქონდა. პოლარდმა საიუბილეო ბრძოლაში ფაქტობრივად სასწაული მოახდინა და პირველად გაიმარჯვა.

გასულ უქმეებზე პოლარდმა თავისთვის მორიგი ისტორიული ჩხუბი გამართა. ჯეიკი კარიერაში მეასედ დამარცხდა, თუმცა გაჩერებას არ აპირებს. 2025 წელს მან 17-ჯერ იჩხუბა და დეკემბერში კიდევ ერთი ორთაბრძოლა აქვს ჩანიშნული. მიუხედავად იმისა, რომ 100-ჯერ წააგო, ნოკაუტში მხოლოდ 6-ჯერ აღმოჩნდა და ძირითადად, მსაჯების გადაწვეტილებით აგებს. ერთი ბრძოლა მან მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა Givemesport-ის რეიტინგში
პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა Givemesport-ის რეიტინგში