გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პრემიერ ლიგის ტოპ 20 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა Givemesport-ის რეიტინგში

Givemesport-მა ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი შეადგინა. ბრიტანულმა გამოცემამ დაასახელა გოლკიპერები, რომლებიც, მისი აზრით, ამ მომენტისთვის ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესონი არიან, და მათ შორის გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა.

„ლივერპულის“ ქართველი ფეხბურთელი მე-15 პოზიციაზე იმყოფება. „მამარდა“ კეპა არისაბალაგას, სემ ჯონსტონს, მარტინ დუბრავკას, კაოიმჰინ კელეჰერსა და ჯორჯე პეტროვიჩს უსწრებს.

„ლივერპულს ძალიან გაუმართლა, რომ ბოლო წლებია მის კარს ალისონ ბეკერი იცავს, თუმცა ბრაზილიელ გოლკიპერს ასაკი ემატება. დრო თავისას შვრება და ამის მაგალითია ის ტრავმები, რომლებიც მან ბოლო სეზონებში მიიღო. „წითლებს“ მისი მემკვიდრე სჭირდებოდათ, და 2024 წელს კლუბის ხელმძღვანელობამ გიორგი მამარდაშვილის გაფორმება გადაწყვიტა.

მამარდაშვილი „ვალენსიადან“ იყიდეს და ერთი სეზონით „მესტალიაზე“ დატოვეს, სადაც 34 შეხვედრაში კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა. ბოლო კვირებში ალისონის ტრავმამ ქართველ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი მისცა. მართალია, „წითლებს“ პრობლემები აქვთ, მაგრამ მამარდაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა და საფუძველი მოგვცა ვიფიქროთ, რომ მას შეუძლია გაიბრწყინოს, როდესაც პირველი მეკარე გახდება“, — წერს ბრიტანული გამოცემა.

გეტყვით იმასაც, რომ მამარდაშვილს ბარტ ვერბრიუგენი (მე-14), სენე ლამენსი (მე-13), რობინ როეფსი (მე-12), რობერტ სანჩესი (მე-11), ნიკ პოუპი (მე-10), მატზ სელსი (მე-9), ბერნდ ლენო (მე-8), გულიელმო ვიკარიო (მე-7), ემილიანო მარტინესი (მე-6), დინ ჰენდერსონი (მე-5), ჯორდან პიკფორდი (მე-4), ჯანლუიჯი დონარუმა (მე-3), დავიდ რაია (მე-2) და ალისონ ბეკერი (1-ელი) უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„სახეს დავუნგრევ“ | პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია მასთან უშანსოდაა
„სახეს დავუნგრევ“ | პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია მასთან უშანსოდაა