„სახეს დავუნგრევ“ | პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ ილია მასთან უშანსოდაა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი დარწმუნებულია, რომ მოქმედ ჩემპიონს, ილია თოფურიას მის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. „ბედიმ“ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას სახეს დაუნგრევს.
„როგორ დავამარცხებ ილია თოფურიას? სახეს დავუნგრევ. ორთაბრძოლა, სადაც არ უნდა განვითარდეს, ყველგან მოვუგებ. სიმართლე გითხრათ, ხალხს თოფურია კვარცხლბეკზე ჰყავს აყვანილი და ჰგონიათ, რომ დიდი და საოცარი მებრძოლია. დედამიწაზე დავანარცხებ და ამას ხმაურიანად გავაკეთებ.“
პიმბლეტისა და თოფურიას შესაძლო ორთაბრძოლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში ბევრ რამე იწერება, თუმცა ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. „ელ მატადორის“ პოტენციურ მეტოქეებს შორის ასახელებდნენ „ბედისა“ და ჯასტინ გეიჯის, თუმცა უკანასკნელმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მისი მომდევნო მოწინააღმდეგე თოფურია არ იქნება.
ცნობისთვის, პიმბლეტი მსუბლღი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მეექვსე ადგილს იკავებს, გეიჯი კი მეხუთეა. პედიმ ბოლო ორთაბრძოლა UFC 314-ზე გამართა და მაიკლ ჩენდლერი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.