„სულელი ვიყავი...“ - ოლივეირამ თოფურიასთან ჩხუბი გაიხსენა
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიასთან საჩემპიონო ჩხუბი გაიხსენა და თავის თავს სულელი უწოდა.
რას ამბობს ჩარლზ ოლივეირა
„სულელი ვიყავი... თოფურია ჩემზე დაბალია და მოკრივეა. რა უნდა გამეკეთებინა?! დისტანციაზე დავრჩენილიყავი და მისთვის ფეხებით მიმეყენებინა დარტყმები. მეიძულებინა, წინ წამოსულიყო და შემდეგ თეიქდაუნის შესრულება მეცადა.
თუმცა რაზე ვფიქრობდი? თეიქდაუნი გავუკეთე და პარტერში გადავედით. ხელებითაც ვცადე დარტყმა, მაგრამ ილიამ პირველმა მომარტყა. სულელი ვიყავი. ხდება ხოლმე, ეს MMA-ის ნაწილია. რა უნდა გააკეთო? უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე.“
შეგახსენებთ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარიც დაისაკუთრა.