ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ყველაფერი შეიძლება მოხდეს“ - ჰოლოუეი თოფურია-პიმბლეტის ბრძოლაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის შესაძლო საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გამარჯვების თანაბარი შანსი ორივე მებრძოლს ექნება.

„დალოცვილმა“ კონკრეტული ფავორიტი ვერ გამოყო და აღნიშნა, რომ MMA არაპროგნოზირებადი სპორტია და ყველაფერი შესაძლოა ერთმა მომენტმა გადაწყვიტოს.

რას ამბობს ჰოლოუეი:

„ილიასა და პედის ჩხუბში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რომელიმემ შეიძლება სუფთა დარტყმა განახორციელოს, ვიღაცას შეიძლება ფეხი დაუცდეს და ბოჭვაში დაიჭირონ... ორივე შეიძლება გასრიალდეს. MMA ყველაზე ველური სპორტია. იქ ნებისმიერ დროს შეიძლება ყველაფერი ცუდად წავიდეს, რადგან ძალიან ბევრი ცვლადია. გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ სპორტში არასდროს ჩამოწეროთ მებრძოლი. ისტორიაში ბევრი რამ ვნახეთ და მე უკვე ვერაფერი გამაკვირვებს.“

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი სწორედ მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა, რის შემდეგაც დივიზიონი დატოვა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით ჩემპიონის ქამარიც მოიპოვა.

ქართველი მებრძოლი ქამარს, დიდი ალბათობით, პედი პიმბლეტის წინააღმდეგ დაიცავს. ბრძოლა 2025 წლის იანვარში უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეგონა სატიტულო ბრძოლას მომცემდნენ“ - ჰოლოუეის რეიტინგი არ აინტერესებს
„მეგონა სატიტულო ბრძოლას მომცემდნენ“ - ჰოლოუეის რეიტინგი არ აინტერესებს