მაქს ჰოლოუეი
Aa
Aa

„მეგონა სატიტულო ბრძოლას მომცემდნენ“ - ჰოლოუეის რეიტინგი არ აინტერესებს

მსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მაქს ჰოლოუეი მეოთხე ადგილზეა და მასზე წინ მხოლოდ ილია თოფურია, არმან ცარუკიანი და ჩარლზ ოლივეირა არიან. „დალოცვილზე“ ერთი საფეხურით უკან არის ჯასტინ გეიჯი, თუმცა „ელ მატადორის“ მომავალ მეტოქეს მას უფრო მეტად მოიაზრებენ, ვიდრე ჰოლოუეის, რაც ამ უკანასკნელს აშკარად სწყინს. მართალია, თავად სულ სხვაგვარად ლაპარაკობს, მაგრამ საუბრის ტონი ისეთი აქვს, რომ UFC-ის ხელმძღვანელების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით აშკარად იმედგაცრუებულია.

მაქს ჰოლოუეი

რეიტინგს საერთოდ აღარ ვუყურებ, რადგან მისი შემდგენლები აკეთებენ იმას, რასაც საჭიროდ თვლიან. რაც მეტი დრო გადის, უფრო ვრწმუნდები შემდეგში, რომ მთავარია სანახაობრივი ბრძოლები ჩაატარო და გულშემატკივრებს თავი დაამახსოვრო - სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

დასტინ პორიეს ძლევის შემდეგ ვფიქრობდი, რომ სატიტულო ჩხუბს მომცემდნენ, მაგრამ ჩემზე წინ არმან ცარუკიანი და ჯასტინ გეიჯი დააყენეს. იქიდან გამომდინარე, რომ UFC-ის ხელმძღვანელებს დრამები უყვართ, უახლოეს მომავალში რეიტინგში პედი პიმბლეტის უმიზეზო წინსვლასაც არ გამოვრიცხავ.

ინტერვიუს ბოლოს მაქს ჰოლოუეის ჰკითხეს, თუ ვის ისურვებდა მომავალ მეტოქედ, რაზეც მან უპასუხა, რომ ყველაზე სამართლიანი იქნება, თუ BMF-ის ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტიტულისკენ მიმავალი გზაა“ - ჰუკერი ცარუკიანის შემდეგ თოფურიას უმიზნებს
„ეს ტიტულისკენ მიმავალი გზაა“ - ჰუკერი ცარუკიანის შემდეგ თოფურიას უმიზნებს