„ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ...“ | სენ-დენიმ ილიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენუა სენ-დენიმ ილია თოფურიაზე ისაუბრა. ფრანგმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შეაქო, მაგრამ დასძინა, რომ „ელ მატადორი“ არ შეხვედრია მეტოქეს, რომელსაც მისთვის უხერხული ექნებოდა.
„ილია ძალიან კარგი მებრძოლია, მაგრამ ვფიქრობ, ქვემსუბუქ წონით დივიზიონში არ შეხვედრია ისეთი სტილის მეტოქეს, რომელიც პრობლემას შეუქმნიდა. ჩემი აზრით, არსებობს რამდენიმე გზა, რათა მას პრობლემები შეუქმნა. ვეცდებით, ეს შანსი დავიმსახუროთ და წინსვლა გვქონდეს.“
ცნობისთვის, სენ-დენის კარიერაში 19 ორთაბრძოლა აქვს გამართული 15-ში იმარჯვა. ბოლო ორ ორთაბრძოლაში მან მაურისიო რუფისა და კაილ პრეპოლეცს მოუგო, მანამდე კი დასტინ პორიესთან და რენატო მოიკანოსთან წააგო. მსუბუქი წონის ტოპ 15-ში სენ-დენი მე-13 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება თოფურიას, „ელ მატადორი“ კარიერაში დაუმარცხებელია. ილიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ჩარლზ ოლივეირას დამარცხებით დაისაკუთრა და ჯერჯერობით უცნობია, ტიტულს ვის წინააღმდეგ დაიცავს.