ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„შენახული მაქვს ბოთლი, რომელიც მას ვესროლე“ | პიმბლეტისთვის ილია ყალბი ადამიანია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, პედი პიმბლეტი How U Livin J Piven-ის პოდკასტის სტუმარი იყო. „ბედის“ ილია თოფურიაზე სასაუბროდ შანსი, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვია და აღნიშნა, რომ დღემდე ინახავს ხელის სადეზინფექციო საშუალების ბოთლს, რომელიც „ელ მატადორს“ ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტისას ესროლა.

„ილია არანაირად არ მომწონს. ხალხს ჰგონია, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა. გახსოვთ, როდესაც ჩემმა თანაგუნდელმა ლონდონში გასამართ ღონისძიებაზე წონა ჩააბარა, ილიაც სცენაზე იყო. ვიფიქრე, სასაცილო იქნება, თუ მივესალმები და მუშტს გავუწვდი-მეთქი. თოფურიაც მომესალმა და ხალხმა ჩათვალა, რომ ჩვენ შორის ყველაფერი მოგვარდა. არადა, ეს იმიტომ გავაკეთე, რომ სასაცილოდ მომეჩვენა.

ილია თოფურია პატარა ძუკნაა და ეს მაშინ დაამტკიცა, როდესაც ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბში სკამზე დანებდა. ის ყალბი ადამიანია და ეს ზუსტად ისაა, რაც მეზიზღება. ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან. იყავი გულახდილი, უბრალო და ის, ვინც რეალურად ხარ. თოფურიას, როგორც მებრძოლს, დიდ პატივს ვცემ და ის ნამდვილად კარგი მებრძოლია.

სხვათა შორის, ხელის სადეზინფექციო საშუალების ის ბოთლი, რომელიც მას ლონდონის სასტუმროში ვესროლე, დღემდე მაქვს — ჩვენს სავარჯიშო დარბაზშია შენახული. ინციდენტის შემდეგ დაბლა ჩავედი, ბოთლი ვიპოვე, რომელიც თოფურიას ვესროლე და მისი შენახვა გადავწყვიტე. მასზე ავტოგრაფი დავტოვე და ჩვენს სავარჯიშო დარბაზშია. თუ მე და ილიამ ვიჩხუბეთ, პრესკონფერენციაზე ამ ბოთლს წამოვიღებ და მაგიდაზე დავდებ. ძალიან სასაცილო იქნება“.

ცნობისთვის, პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა გეიჯის წინააღმდეგ გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. ილიამ ჯასტინთან თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჩხუბა და ტექნიკური ნოკაუტით წააგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე
    „ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელოდნენ“ - ბრიტანული მედია მამარდაშვილზე