რეაბილიტაციას გადის და მალე დაბრუნდება | იეგოიანის მდგომარეობა ცნობილია
CrystalSport-ის ინფორმაციით, „ექსელსიორის’’ ქართველი ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი ბარძაყის ტრავმის გამო რეაბილიტაციას გადის, რაც უკვე 1 კვირაა გრძელდება. ორშაბათს გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშებს და შემდეგ მისი მდგომარეობა შეფასდება.
იეგოიანი ტრავმის გამო ახალგაზრდული ნაკრების შეკრებას ვერ შეუერთდა, საბერძნეთთან გუნდს ვერ დაეხმარა და ვერც გერმანიასთან ვიხილავთ მინდორზე.
21 წლის ფეხბურთელი ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს, მუდმივად სასტარტოშია, დაცვასა და შეტევაში დიდ სამუშაოს ასრულებს, პროგრესირებს და მისი ეს პროგრესი აჩენს მოლოდინს, რომ მალე ეროვნული ნაკრებისთვის მზად იქნება. თუ სეზონის ბოლომდე ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, სტაბილურად ითამაშა და საგოლე მოქმედებები დააგროვა, ეროვნული ნაკრების კონკურენციისთვის მზად იქნება.
ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში 10 მატჩი ჩაატარა, ათივე სასტარტო 11-ში დაიწყო. მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია. აღნიშნული 3 საგოლე მოქმედება ბოლო ხუთ მატჩში დააფიქსირა.