ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

შტურმი ფეიენოორდთან უშანსოდ დამარცხდა - კიტეიშვილმა სრულად ითამაშა

ევროპა ლიგის მე-7 ტურში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და უშანსოდ 3:0 დამარცხდა.

გრაცელებისთვის ეს მატჩი გადამწყვეტი იყო, თუ მათ საპლეიოფო ზონაში მოხვედრა სურდათ, მაგრამ მეტოქემ აშკარად დაჯაბნა და დამაჯერებლადაც დაამარცხა.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა ერთი კარგი პასის გარდა ბევრი დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა. ტრადიციულად ბოლომდე იბრძოდა და ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა გუნდებს შორის კლასში სხვაობა აშკარად იგრძნობოდა, რაც ზოგადად „შტურმის“ დაბალ დონეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

თავად ნიდერლანდელებს ამ გამარჯვებით პლეი-ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ და ბოლო ტურში სევილიაში „ბეტისთან“ მოგების შემთხვევაში 24 გუნდში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეთ.

რაც შეეხება „შტურმს“, გრაცელები ევროსეზონს შინ „ბრანთან“ შეხვედრით დაასრულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები